მთავარი გვერდი - ლოცვანი\n\nლოცვა წმიდა\nიოანე მხედარის მიმართ\nევედრებიან დაკარგულის პოვნისათვის\nჰოი, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, იოანე მხედარო! ბრძოლათა შინა თავდადებულო, მტერთა\nგანმდევნელო, ჩაგრულთა მეოხო და მფარველო ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთაო.\nჰოი, დიდებულო შუამდგომელო და სათნოო მხედარო ქრისტესო იოანე! შეგვიწყალენ ჩვენ,\nცოდვილნი და უღირსნი, შემწე გვეყავ ჭირთა და ურვათა შინა და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთა\nდა სნეულებათაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა და წინააღმდგომისა კაცისა, რამეთუ მოგეცა\nშენ მადლი ღვთისა მიერ, რათა ილოცო ჩვენ ცოდვილთათვის, რომელნი ძვირთა სალმობათა\nდა ვნებათაგან განვიცდებით. განიოტნენ ჩვენგან მოძულენი და ბოროტისმსურველნი და\nვითარცა ზღუდემან მტკიცემან დაგვიფარენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.\nჰოი, ღვთისგვირგვინოსანო მხედარო იოანე! ნუ დაგვივიწყებ ჩვენ, მარადის შენდა შევედრებულთ\nდა შეწევნისა და მოუკლებელი წყალობის მთხოვნელთ, და ღირსი გაგვხადე, ცოდვილნი და\nუღირსნი ღვთისაგან გამოუთქმელი კეთილის მიღებისა, რომელი განუმზადა მოყვარულთა\nმისთა. რამეთუ შვენის მას ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა და ძესა\nდა წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.\n\nლოცვანი\n\n✠ ფსალმუნნი ✠
Rugăciuni · Rugăciune