მთავარი გვერდი - ლოცვანი\n\nლოცვა ოჯახის ბედნიერებისათვის\nწმიდათა მოწამეთა გური, სამონ და აბიბოს მიმართ\nჰოჲ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩუენ მონანი ესე ღუთისანი\n(სახელები) უკეთურ კაცთა თავდასხმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩუენ\nმოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიხსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის\nწარმწყმედელ გარემოებათაგან. ჰოჲ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ\nჩუენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩუენისა კეთილმსახურებით\nგარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა\nშემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად,\nრათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე.\nამინ.\n\nლოცვანი\n\n✠ ფსალმუნნი ✠
Rugăciuni · Rugăciune